შარლ მიშელი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია - მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის იყო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება.

მისი თქმით, „კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა”.

„გასულ კვირას, ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად, მივიღეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.

„ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებია. ეს ძლიერ გზავნილს უგზავნის მათ ხალხს და ევროკავშირის მოქალაქეებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება“, - დასძინა მიშელმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა