აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლონეთის ქვემო სილეზიის 25-კაციან დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარას, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია სეიმიკის ვიცე-მარშლის მარცინ კრჟანოვსკის მეთაურობით. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25-კაციან დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სეიმიკის წევრები, მეწარმეები, მეღვინეები და მედიის წარმომადგენლები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს.

„დელეგაციის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრამდე, ქვემო სილეზიელ კანონმდებლებს მიღება გაუმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ. მიღებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, აპარატის ხელმძღვანელი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ, მხარეებმა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. მიღების შემდეგ, დელეგაციისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი - რესან კონცელიძე ესწრებოდა.

დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთობები კიდევ არაერთ სფეროს, მათ შორის - მეღვინეობის მიმართულებასაც მოიცავს. თანამშრომლობის სპექტრის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს პოლონელმა სტუმრებმაც. ქვემო სილეზიის სეიმიკის ვიცე-მარშალმა - მარცინ კრჟანოვსკიმ, სეიმიკის თავმჯდომარის მოადგილემ - ანჟეი კრადკოვსკიმ, დელეგაციის სხვა წევრებმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა იმედი გამოთქვეს, რომ ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება პოლონელი მეღვინე-მეწარმეებისთვის, რომლებიც ღვინის სამშობლოში დამკვიდრებულ და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ უდიდეს გამოცდილებას გაიზიარებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს