გორის მერია - მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით მიმდინარე წელს 2700-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით მიმდინარე წელს 2700-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 205 000 ლარი გაიხარჯა.

მერიის სოციალური პროგრამა მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს როგორც ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას, ასევე, ერთჯერად სოციალურ დახმარებებს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის.

პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისები უფინანსდებათ ონკოლოგიურ პაციენტებს, 0-დან 150 000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს, ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტებს (პარკინსონი, ეპილეფსია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფარისებრი ჯირკვალი, გლაუკომა, დიალიზზე მყოფი, C ჰეპატიტი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი, დაუნის სინდრომი, იქთიოზი, ჰიდროცეფალია, გლუტენის დაავადება, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები).

პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარებები განკუთვნილია: მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა) პირებისთვის; ასი და მეტი წლის უხუცესებისთვის; დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილებისთვის; მრავალშვილიანი ოჯახებისთვის; სპორტსმენების და სტუდენტებისთვის; ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთათვის; უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისთვის; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისთვის; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის; მიუსაფარი პირებისა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის; მარტოხელა მშობლებისთვის; სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის; სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულებისთვის. გარდა აღნიშნულისა, მერიის 2022 წლის სოციალური ბიუჯეტიდან 250 000 ლარი იხარჯება სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სერვისებისთვის, რომლითაც მოწყვლადი კატეგორიის 1150 ბენეფიციარი სარგებლობს.

ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ფინანსდება 135 000 ლარით, რაც განკუთვნილია მოსახლეობის, სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური ორგანიზაციების სამედიცინო, სანიტარულ - ჰიგიენური, სადეზინფექციო მომსახურებისთვის, C-ჰეპატიტზე, აივ/შიდსზე და ტუბერკულიოზზე კვლევების ჩატარებასა და სამედიცინო მომსახურებაზე.

მიმდინარე წელს სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ასევე, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი 3 ოჯახისათვის სოციალური საცხოვრებლის (ხის ასაწყობი) შეძენა და ადგილზე დამონტაჟება.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს