ზურაბ ჯაფარიძე - ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი შექმნეს, სამუშაო ჯგუფებით უნდათ, პროცესის იმიტაცია შექმნან - თუ ოპოზიცია ამაში მიიღებს მონაწილეობას, გაინაწილებს პასუხისმგებლობას

საბჭოთა კავშირში ყველაფერზე სამუშაო ჯგუფი იყო, ყველაფრის კომისია იყო და საბოლოო ჯამში არაფერი კეთდებოდა, მაგაში არიან ახლა ეგენიც თავით გადავარდნილები , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კომისიების და სამუშაო ჯგუფების შექმნა პროცესის იმიტაციაა.

„12-ვე პუნქტზე რაღაც კომისიებს ქმნიან, ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი შექმნეს, სამუშაო ჯგუფებით უნდათ შექმნან პროცესის იმიტაცია. საბჭოთა კავშირი იყო მაგაში პირველ ადგილზე, ეგეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ყველაფერზე სამუშაო ჯგუფი იყო, ყველაფრის კომისია იყო და საბოლოო ჯამში არაფერი კეთდებოდა. მაგაში არიან ახლა ეგენიც თავით გადავარდნილები. დააჯერებენ კიდევაც საკუთარი ამომრჩევლის გამოთაყვანებულ ნაწილს, რომ ეს არის ოპოზიციის ბრალი, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების საღი ნაწილი გაცილებით მეტია. არის ნაწილი , რომელიც გამოვიდა გარეთ და რომელზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში მასირებულად, პროპაგანდით მიდიოდა შეტევა. ამ ხალხს „ქართული ოცნება“ არწმუნებდა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, რადგან ოპოზიციამ იმუშავა ბრიუსელში ქვეყნის წინააღმდეგ, ომში უნდა დასავლეთს ჩაგვრთონ და ბიძინა მისი წინააღმდეგია. ბევრი სისულელე ელაპარაკნენ, მაგრამ ამ ხალხმა ეს ბოდვა არ დაიჯერა და იმდენი ხალხი გამოვიდა გარეთ, ჩემი აზრით, ამდენი არასდროს არ გამოსულა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, „ოცნება“ ევროკავშირის 12 პუნქტს ტექნიკური თვალსაზრისით, საკანონმდებლო დონეზე შეასრულებს, თუმცა ამით „ბიძიან ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა არ დასრულდება“.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ამაში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ „ქართულ ოცნებასთან“ პასუხისმგებლობას გაინაწილებს.

„პროცესს ქმნიან, სადაც ეცდებიან, 12 მოთხოვნის ტექნიკური თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე რაღაცების შესრულებას და სურათის დახატვას, რომ ვითომ რაღაც შეასრულეს და ქვეყანაში აღარ არის ოლიგარქიული მმართველობა, ვითომ ბიძინა ივანიშვილი არ მართავს. ამას ან შეეცდებიან მარტო, ან ოპოზიციასთან ერთად. თუ ოპოზიცია ამაში მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიცია უბრალოდ გაინაწილებს პასუხისმგებლობას.

მაგალითად, აიღებენ უკრაინის რაღაც კანონს, გადმოთარგმნიან ქართულად, მიიღებს პარლამენტი და იტყვიან, აგერ ძმაო, უკრაინის კანონი მივიღეთ, უკრაინის თუ მოგეწონათ, რატომ არ მოგწონთ ჩვენი კანონი, ოღონდ ამის შედეგად ბიძინას მმართველობა ამ ქვეყანაში არ დასრულდება და ევროკავშირი არანაირ სტატუსს არ მოგვცემს მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ბიძიან ივანიშვილს ოლიგარქიული მმართველობა არ დასრულდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა