„დაძარი რეგიონის ახალი პერსპექტივა“ - ეს არის ძირითადი მესიჯი, რითიც სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ - „ალიანს ჯგუფმა“ უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური პროექტის „ალიანს ცენტროპოლისის“ კამპანია წამოიწყო.
კამპანიის მთლიანი იდეაც სწორედ ეს არის: ერთი ნაბიჯით, მოქმედებით დაწყებული უწყვეტი მოძრაობა და განვითარება. ეს არის იმპულსის, ენერგიის მუდმივობისა და შენახვის პროცესი, როცა ერთი ქმედება განაპირობებს მეორეს.
ეს არის მოწოდება, რათა ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და დაძრან სამომავლო პერსპექტივები.
„ალიანს ცენტროპოლისი“ სხვა პროექტებისგან მასშტაბურობით გამოირჩევა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი World Trade Center-ისა და მისი საგამოფენო სივრცის კომპლექსში ინტეგრირებაა.
პროექტი სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. „ალიანს ცენტროპოლისში“ შემავალი ყველა კომპონენტი უზრუნველყოფს კომპლექსის დატვირთულობას მთელი წლის განმავლობაში. მსოფლიო დონის კოლაბორაცია და შესაბამისი დატვირთულობა სძენს პროექტს მასშტაბურობასა და უზრუნველყოფს მის საინვესტიციო მიმზიდველობას.
ამასთან ერთად, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის ერთ სივრცეში თავმოყრა აპარტამენტის მესაკუთრისა და მაცხოვრებლის კომფორტს უზრუნველყოფს და პროექტს წარმოაჩენს უნიკალურ ჰაბად, ცენტრად, რომელიც მოიცავს ყველა მოთხოვნად კომპონენტს სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi- თან ერთად.
სახელი „ცენტოპოლისიც“ აქედან დაიბადა, ორი უმსხვილესი კოლაბორაციისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გაერთიანებით „ცენტრების ქალაქი“ ალიანსის მასშტაბური პროექტისთვის უნიკალურ სახელად მოგვევლინა.
ალიანს ცენტროპოლისი თავისი არქიტექტურული ესთეტიკით, უნიკალური ლოკაციითა და მოდერნისტული ინფრასტრუქტურით ქმნის ბათუმის ახალ ნიშას.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"