შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პროექტი მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან იწყება და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის. გზის მიდებარედ უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ხოვრობენ.

„არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება წვიმიან ამინდში რთულდებოდა და რეაბილიტაციას სასწრაფოდ საჭიროებდა.

რეაბილიტაციის პროექტი გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მონტაჟს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა