ბათუმში, პლასტმასის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სამრეწველო ზონაში, პლასტმასის საწარმოს ღია სივრცეში, პლასტმასის ნარჩენებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ნაწილობრივ, საწარმოს შენობაზეც გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებული და ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტები არ არის, შესაბამისად, მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო