“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ „საქსტატის“ ახალი მონაცემები საგანგაშოა

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ „საქსტატის“ ახალი მონაცემები საგანგაშოა. როგორც ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი განმარტავს, ქვეყანაში სიდუხჭირეა და მოქალაქეები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი 12,8 პროცენტით არის გაზრდილი. რეზო ხარაზი ამბობს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს.

“საქსტატის“ ახალი მონაცემები ძალიან საგანგაშოა. კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას. დღეს ჩვენს თანაქალაქელებს შევხვდით და მოსახლეობასთან ერთად, დავგეგმეთ როგორ შეიძლება ამ მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამოსვლა. ცალსახად ჩანს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას აღარ ენდობა. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა, რაც სიცრუეა. ქვეყნაში სიდუხჭირე და სიღარიბეა, ახალი სტატისტიკის მონაცემებით წინა წელთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი 12,8 პროცენტით არის გაზრდილი, რაც სხვადასხვა პროდუქტებზე მძიმედ აისახება. ჩვენი მიზანია ხალხთან ერთად, დაიგეგმოს ის პროცესები, რომელიც ხელს შეუწყობს “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ჩვენ მოსახლეობასთან გავაგრძელებთ შეხვედრებს, ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის და ამ ცვლილებებს ხელშეწყობა სჭირდება”, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო