უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

უნგრელი ჟურნალისტები რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, უწყებამ აჭარაში უნგრელ ჟურნალისტებს უმასპინძლა, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ბათუმის, როგორც საზღვაო ქალაქის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში გადაინაცვლეს, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. პეტრასა და გონიოს ციხეები, ქალაქის ძირითადი მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები იმ ტურისტულ ადგილებს შორის იქნება, რომლის შესახებაც შთაბეჭდილებებს უნგრელი ჟურნალისტები მკითხველებს გაუზიარებენ.

საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა