საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და მინისტრის მოადგილე თელავს ესტუმრნენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, სიგრიდ ბრეტელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესაფასებლად თელავს ესტუმრნენ.

თელავის მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, თენგიზ მთავრელიშვილთან ერთად საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

„ქალაქ თელავში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები, ორ ლოკაციაზე კი QR კუბები განთავსდა. QR კოდი არის ორგანზომილებიანი შტრიხკოდი, რომლის დასკანერების შემდეგ შესაძლებელია ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის მიღება.

ასევე, ქალაქის 14 ლოკაციაზე უფასო უსადენო ინტერნეტითა (WiFi) და ტელეფონის დამტენებით ენერგოეფექტური სკამები განთავსდა.

მხარეები ევროკავშირის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე კიდევ ერთ პროექტს გაეცნენ, რომელიც ქალაქ თელავის ქუჩების დამისამართება-სტანდარტიზაციას და საინფორმაციო დაფების განთავსებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.

თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება იგეგმება.

აღნიშნული ინიციატივები მიზნად ტურიზმის სტიმულირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას ისახავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო