პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს.

ლაშა ტუღუშის თქმით, მისი მოსაზრებაა, რომ საჭიროა პროცესს ჰქონდეს ნდობა, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, ინკლუზიური პროცესისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი და ის, რაც შესთავაზა მმართველმა გუნდმა საზოგადოებას, არ არის საკმარისი, რომ პროცესი სწორ ჩარჩოში იქნას ჩასმული.

„აქ საუბარია კონსტიტუციურ ცვლილებებზე, საარჩევნო საკითხებზე, ვფიქრობ ნდობისთვის აუცილებელია ეს ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ. ასევე ჩვენი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნება თუ მიშელის შეთანხმება დაბრუნდება. მიშელის სულისკვეთება ნახსენები იყო ევროკომისიის მოთხოვნებში და სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ამ მიმართულებითაც ნაბიჯი, რადგან ეს კვლავ ეხება ნდობას, აუცილებელია ნდობა იყოს დაბრუნებული ამ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჭირდება იმ მოდელში მუშაობა, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა საზოგადოებას იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ლოგიკა არსებობს მოდელში, მაგრამ მხოლოდ ლოგიკური არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ნდობა, რომ მასში ჩაერთოს პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ტუღუშმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება