შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას  ლევან იოსელიანი, სანდრო რაქვიაშვილი, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ესწრებიან

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ჯგუფებს ხვდება.

შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

უმრავლესობის მხრიდან შეხვედრას შალვა პაპუაშვილთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

“ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა