შალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს პაუ მარი კლოსესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე.

პაუ მარი კლოსემ ესპანეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 9 ივლისს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან