ხათუნა სამნიძე - კობახიძე ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია

კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს, ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს „ქართულ ოცნებასთან“, ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ ასეთი მიზანმიმართული განცხადების მიუხედავად, პირიქით ჩაერთონ პროცესში და მივიდნენ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე.

„ეს განცხადება გაკეთდა მიზანმიმართულად. „ქართული ოცნების" ერთადერთი საშუალებაა, რომ პრობლემა შეექმნას ქვეყანას სტატუსის მისაღებად, ეს ოპოზიციას დაბრალდეს და ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. სრული რადიკალიზაციაა ვითარების და ამისთვის ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მათთვის მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მიდის სასაუბროდ საკუთარი დღის წესრიგით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს და კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს, ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს „ქართულ ოცნებასთან" ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია. ამით ხელი გაიშვიროს ისევ ოპოზიციისკენ და უთხრას დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიცია ჰყავს რადიკალები, არ დგამს არც ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და არ ხვდება „ქართულ ოცნებას".

ამიტომ ჩემს კოლეგებს ყველა ოპოზიციური პარტიიდან მოვუწოდებ, რომ ასეთი მიზანმიმართული განცხადების შემდეგ პირიქით, ჩვენ უნდა ჩავერთოთ პროცესში, რომ „ოცნებამ" წარმოადგინოს, რას აპირებს კობახიძის ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ. იმიტომ, რომ შანტაჟის ენით საუბარი მან უკვე დაიწყო ევროკავშირთან“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

"შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.

ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს,"- განაცხადა კობახიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის