ლენტეხის მერია - განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

პრემიერ - მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ლენტეხის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა და მერის მოადგილემ, ბერდია ჩანქსელიანმა დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩაზე გარე ფასადების რეაბილიტაცია ჩატარდა, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, ტროტუარების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტალინის ქუჩის კეთილმოწყობა განხორციელდება.

4-წლიანი პროგრამა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა