ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მალტაზე  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს - „EuroArt 2022“ დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, კუნძულ მალტაზე, ევროპის კულტურის დედაქალაქ ვალეტაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „EuroArt 2022“ დაესწრო.

როგორც გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალი მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC-MALTA,“ კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის ევროპული ფონდის (EUFSC), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.

„ფესტივალის მიზანია საქართველოსა და მალტის რესპუბლიკებს შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

თეატრალური ფესტივალი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ პიესის ავტორია ამირ დეჟაქამი. რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მალტის რესპუბლიკაში გამართულ ქართული კულტურის კვირეულის „Euroart 2022“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა ბირგუსა და ქრენდის მუნიციპალიტეტების მერებთან ჯონ ბოქსალთან და დევიდ სქემბრისთან. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გორისა და მალტას მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ქალაქების დამეგობრება და მემორანდუმების გაფორმება.

ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა მალტის დელეგაციის საქართველოში სტუმრობა“,- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს