ლევან ბეჟაშვილი - ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს - თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, კეთილ ნებას გამოიჩენენ და საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე დაწევენ

ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს - თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ამ შემთხვევაში, ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ და საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე დაწევენ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, ეს არის აბსურდი, რადგან ქვეყანა იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წაუყენოს.

„ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისევ ულტიმატუმის ენით აპირებენ ევროკავშირთან საუბარს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მზადაა 2%-მდე დაწიოს საარჩევნო ბარიერი, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა