მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის მანტრა "ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს და რეალობა არის ის, რომ რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს.

„არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკრეტული z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა "ომი ბოლო უკრაინელამდე" რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინამდე ბრძოლა სურს. „არაერთხელ გვსმენია, რომ დასავლეთს ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე სურს. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ყველაფერი, როგორც ჩანს, ამისკენ მიდის“, - აღნიშნა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში