ბათუმში არსებული ორივე ტბის წმენდა რეგულარულად ხორციელდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ბათუმში არსებული ორივე ტბის წმენდა რეგულარულად ხორციელდება.

მათივე ცნობით, სპეცტექნიკის საშუალებით, როგორც მექანიკური, ისე ბიოლოგიური გაწმენდა ყოველდღიურ რეჟიმში სრულდება, რაც დათბობის შედეგად წყალში გავრცელებული წყალმცენარეებისგან ტბის ზედაპირის გათავისუფლებას გულისხმობს.

თვეში ერთხელ, ორივე ტბაზე, ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური და ჩამდინარე წყლების ლაბორატორია ტბის სამი სხვადასხვა ნაწილიდან აღებული წყლის სინჯებს ამოწმებს. კვლევის შედეგებით, ორივე ტბაზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს