გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
მათივე ცნობით, 93 მეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა არის დაგეგმილი. ასევე, ასფალტის დაგება მიერთებებზეც იგეგმება.
„ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე მოსამზადებელი სამუშაოები და ბეტონის ღია ღარებით სანიაღვრე სისტემის მონტაჟი არის დაწყებული.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2022 წლის ზაფხულში დასრულდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"