ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშოები მიმდინარეობს

ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშოები მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ანაკლიაში, მდინარე ენგურის (ზღვასთან შესართავი) მარცხენა სანაპირო ზონის ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაპირდაცვის სამუშაოებთან ერთად, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია-არსებული ღრმულის შევსების სამუშაოებიც მიმდინარეობს.

„მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 1 434 436 ლარია. ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებით, უხვი ნალექის დროს, ანაკლიის დატბორვის საფრთხე მოიხსნება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.