ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, სოფლების ხიდისთავი-ატენის გზიდან, წედისი-ბნავისის მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
„პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის დაგება და სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობა უკვე დაწყებულია.
წედისი-ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.
პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























