ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურაში შანთაძეების შვიდსულიანი ოჯახის, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი უცნობია.

ხულოს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებული ოჯახის საკითხს შეისწავლის და პროგრამის ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

„შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა. ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა მაშველ-მეხანძრეებმა დროულად მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია”,- განაცხადა ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო