ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის, ვიდრე ბოიკოტი "ქართული ოცნებისთვის"

შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია - ევროკომისიას საჭიროდ რომ ჩაეთვალა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გადმოტანა, როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი გადმოიტანა და საარჩევნო ბარიერის საკითხს არ გადმოიტანდა?! - ასეთია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის პასუხი, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების რიგგარეშე სესიაზე მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას "აბსურდულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტი საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი, თავისი კონკრეტული ნაბიჯებით.

"როგორც ჩანს, ამ ხალხს სურს, 12 პუნქტს ერთი ახალი პუნქტი დაამატონ და ევროკომისიის 12 პუნქტი 13 პუნქტად გაასაღონ, რაც ასე არ არის. ჩვენი მხრიდან ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში 12-ვე პუნქტი შესრულდება. ამ მიზნით ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. ხალხი, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ბოიკოტი გამოუცხადოს, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხთან ერთად ასოცირების დღის წესრიგი მოიპოვა - მოიპოვა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად და დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ "ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის, ვიდრე ბოიკოტი "ქართული ოცნებისთვის".

"თუ იმას იტყვიან, რომ "ქართულ ოცნებას" არ ენდობიან, უკაცრავარდ, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ჩვენი ინიციატივით ჩატარდა 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით. ჩვენ გავატარეთ სწორედ "მოქალაქეებთან" ერთად ამბიციური საარჩევნო რეფორმა. ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეს ენდობა ევროკომისია. მათ პუნქტები რომ გაწერეს, ნდობა გამოუცხადეს ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა