ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ჩავარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაბახმელას ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ჩავარდა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა გურამ კახაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გზაზე კი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

“სატვირთო მთლიანად არ ჩავარდნილა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე გზისა და ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამიტომ გზა შევიწროებულია. საგზაო მოძრაობა აღდგენილია”, - აცხადებს გურამ კახაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო