ქართული პრესის მიმოხილვა 08.07.2022

"12 პუნქტზე სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი უნდა დაიწეროს - მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის“ - ზაქარეიშვილი

კეთილი ნება თუ ულტიმატუმის ენით საუბარი - საარჩევნო ბარიერზე „ოცნების“ განცხადება ოპოზიციამ შანტაჟად გაიგო

***

"12 პუნქტზე სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი უნდა დაიწეროს - მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის“ - ზაქარეიშვილი

“კონფლიქტოლოგი და ყოფილი საელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა მთავარია, ევროკავშირმა იმ საშინაო დავალების პასუხი მიიღოს, რომელიც ივნისის ბოლოს გასცა. თუ "ოცნება" აცხადებს, რომ გეგმას თავად დაწერს და ჩააბარებს, საბოლოო შედეგზეც თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი და ოპოზიციას არ გადააბრალოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "12 პუნქტზე სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი უნდა დაიწეროს - მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის“ - ზაქარეიშვილი

„მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ევროპამ საშინაო დავალებაზე პასუხი მიიღოს. თუ "ოცნება" ახლა მაინც გრძნობს, რომ ამაზე მთავარი პასუხისმგებელი არა ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი, არამედ მთავრობაა და თვითონ ისეთ პასუხს დაწერენ, რომ ევროკავშირისთვის მისაღები იქნება, ამით კმაყოფილი ვიქნები და მერე სხვებს ნუ დააბრალებენ, რომ მათ ხელი შეუშალეს. „ოცნება" კარგ განცხადებას აკეთებს, რომ ჩვენ დავწერთ, ჩვენ თვითონ ჩავაბარებთო და ბარემ დაამატონ, რომ თუ არ მიგვიღებენ, პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებითო. ბოდვა იყო, როცა ამბობდნენ, ოპოზიცია ბრიუსელში დადის და საქმეს აფუჭებსო. ჯერ ერთი, ასე არ იყო, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ოპოზიცია ვერაფერს ვერ გააფუჭებდა. კარგია „ოცნებამ" საშინაო დავალება თვითონ გააკეთოს, მაგრამ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ნურავის ნუ დააბრალებენ. საფუძვლიანი ეჭვი აქვს ოპოზიციას, რომ „ოცნების" გეგმა დროის გაწელ;ვას ემსახურება, მაგრამ თუ ხელისუფლება პასუხისმგებლობასაც თვითონ აიღებს, ვერაფერს ვერავის დააბრალებენ," - განაცხადა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება, რომ ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა 12 პუნქტის შესრულების საკუთარი გეგმები წარმოადგინონ. „ჩემი აზრით, 12 პუნქტზე სამოქმედო გეგმის სულ ცოტა სამი ვარიანტი უნდა დაიწეროს, მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, რომელიც ყველაზე ნეიტრალური და კომპეტენტურია და ოპოზიციის. ოპოზიციის ვარიანტი შესაძლოა რამოდენიმე იყოს, ენმ-ს ცალკე ჰქონდეს, გახარიას ცალკე. ან დამატებით შესაძლოა პრეზიდენტმაც ცალკე ჯგუფი შეკრიბოს და მათ შეიმუშავონ. რაც უფრო მეტი ვარიანტი იქნება, მით უკეთესი, რათა საზოგადოებამ ნახოს ჩავარდნა სადაა. „წლის ბოლომდე 12 პუნქტის ერთბაშად შესრულება შეუძლებელია, ბევრი პუნქტებია ისეთი, რომელიც ნახევარ წელიწადში ვერ შესრულდება. ევროკავშირი მზადაა ამის შესრულებას დაელოდოს. მათ შანსები მოგვცვეს, რომ რაღაცა მაინც დაიწყეთ და დაწერეთო. პუნქტებში ეკოლოგიაზეა საუბარი, რომელსაც ნახევარ წელიწადში ვერ მოვერევით. უამრავი ისეთი საკითხია, რომლის მოიგვარებას წლები დასჭირდება, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ ნახევარ წელიწადში სტატუსს მოგცემთ, თუ თქვენ რაღაცას გააკეთებთო. უნდა გაიწეროს გეგმები, რისი გამკეთებლები ვართ. დღეს კანდიდატის მიღებაა მთავარი და ყველას მოვუწოდებ, რომ „ქართულ ოცნებას" მივცეთ საშუალება ეს გეგმა დაწეროს და ჩააბაროს, რომ მერე ვერავის ვერაფერი ვერ დააბრალოს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

კეთილი ნება თუ ულტიმატუმის ენით საუბარი - საარჩევნო ბარიერზე „ოცნების“ განცხადება ოპოზიციამ შანტაჟად გაიგო

"საარჩევნო ბარიერზე „ქართული ოცნების“ განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ბარიერს 2%-მდე ჩამოწევს, თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ბრიუსელთან დათქმებით საუბრობს, რაც ლოგიკას მოკლებულია და განცხადება პოლარიზაციის შემცირებას არ ემსახურება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,კეთილი ნება თუ ულტიმატუმის ენით საუბარი - საარჩევნო ბარიერზე „ოცნების“ განცხადება ოპოზიციამ შანტაჟად გაიგო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში ირკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას მმართველი გუნდი იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. „დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა,“ - განაცხადა კობახიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს ულტიმატუმი დაუწესა და ამ რიტორიკით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კიდევ უფრო შორდება.

„პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს ულტიმატუმი დაუწესა, თუკი ევროკავშირი საქართველოს მისცემს კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში ისინი გამოიჩენენ კეთილ ნებას და 2%-მდე დაწევენ ბარიერს, რაც არის აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ევროკავშირს დამატებითი ულტიმატუმები წავუყენოთ და ამ რიტორიკითა და განცხადებით კიდევ უფრო აშორებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას,“ - თქვა ბეჟაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს ნებისმიერი მხარისთვის უპირველესი პრიორიტეტი იყოს. „რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს საკითხი იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი მხარისთვის და არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელზეც ჩვენ კონკრეტული საშინაო დავალება გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან, გადაინაცვლოს და გახდეს მეორეხარისხოვანი, ასევე, კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან - შემდეგ პარლამენტში შესვლა გაცვალოს იმ რეალური პრობლემების მოგვარებაში, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას,“ - თქვა ბუჩუკურმა. „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ პოლარიზაციის დასრულების და ნდობის აღდგენის ელემენტარული ტესტი ვერ ჩააბარა. „მათ ვერ ჩააბარეს ეს ელემენტარული ტესტი, როდესაც პოლარიზაციის დასრულებაზე და ნდობის აღდგენაზეა საუბარი, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ეს თუ არ არის ლიტონი სიტყვები და თუ ამის უკან არის რეალური პოლიტიკური ნება, მოდი საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, ამაზე გვიპასუხეს ულტიმატუმის ენით, დასავლეთს, ჩვენ, ყველას - ეს არის მათი სახე,“ - თქვა მანჯგალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს