საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში, სემინარი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისა და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის სემინარი - „ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“ („Preparation of Young Researchers for the Upcoming Academic Year under Marie Skladowska Curie Actions“) გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სემინარის ჩატარებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, ორგანიზება „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლამ გაუწიეს.

სემინარი, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. სემინარს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია და ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერი მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) მიმართულებით, მარია ფოდოტოვაიტე მიესალმნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საუბრისას საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ინიციატივებს შეეხო, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევრებს განათლების დონის ამაღლების, ასევე, პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კვლევებში აქტიური ჩართულობის საშუალებას აძლევს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს მნიშვნელოვანი სემინარი ჩატარდა. ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებსა და მეცნიერებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება - MSCA. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ეს პროგრამა უნივერსიტეტს, ახალგაზრდა მკვლევრებს, დოქტორანტებს დაეხმარება, ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის ნაბიჯი ერთობლივად გადავდგათ. სწორედ ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის მიზნით არის გათვლილი ის დიდი პროექტები და პროგრამები, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცეში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირთან პარტნიორობით ხორციელდება. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სემინარის სამიზნე აუდიტორია, სამომავლოდ, საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტორი გახდება და შესაბამისად, საქართველოს სამეცნიერო სივრცესაც გააფართოებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სემინარის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერს MSCA-ის მიმართულებით, მარია ფოდოტოვაიტეს და უცხოელ მომხსენებლებს გადაუხადა. მან ყურადღება იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებით ეძლევათ.

„MSCA-ის მიზანია კვლევებისა და მკვლევრების დაფინანსება, მათი კარიერის ყველა ეტაპზე ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, საზღვრებს მიღმა მობილობისა და სხვადასხვა დისციპლინების გაცნობის გზით. მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები ხელს უწყობს შესაძლებლობების განვითარებას კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით, მკვლევართა კარიერაში გრძელვადიანი ინვესტირების გზით. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, აქტიურად ჩაერთონ იმ პრიორიტეტების განსაზღვრაში, რომლებსაც დღეს ევროკავშირი გვისახავს და წარმატებით განავითარონ ის სამეცნიერო კვლევები, რომელსაც სადოქტორო პროგრამების ფარგლებში გეგმავენ. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი სემინარი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სრულყოფილად ინტეგრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას განცხადებით, პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება - MSCA მხოლოდ სამეცნიერო შეთანხმებას არ წარმოადგენს და თავისი არსით გაცილებით ფართომასშტაბურია.

„ეს არის მეცნიერების განვითარებისთვის ევროკავშირის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 100 მილიარდის ოდენობის თანხაა გამოყოფილი და სოლიდური წილი სწორედ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებაზე მოდის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე კონკურსი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამგვარი მიდგომა გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართული სამეცნიერო კონსორციუმების შექმნის მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერად იქცევა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

სემინარის მონაწილეებს ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერი მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) მიმართულებით, მარია ფოდოტოვაიტე ონლაინ მიესალმა და ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევრებსა და მათ ხელმძღვანელებს წარმატება უსურვა.

„სემინარს უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა დანიის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებით, დანიის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტოს მრჩეველმა, მარლის ერიქსენმა, ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერმა EURAXESS-ის მიმართულებით, სლავენ მისლენჩევიჩმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, EURAXESS-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ქეთევან გაბიტაშვილმა მიიღეს. სემინარის ტრენერებმა და სპიკერებმა ქართველ მკვლევრებს MSCA-ის მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარეს, ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ახალგაზრდა მკვლევრებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის გაცვლითი პროგრამები, სადოქტორო ქსელები და მათი მნიშვნელობა, მკვლევრებისთვის ინდივიდუალური სტიპენდიების მოპოვების გზები, EURAXESS-ში ქართველ მკვლევართა და მეცნიერთა გაწევრიანების მნიშვნელობა და ფართო შესაძლებლობები.

2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა მოაწერეს. საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო