10 ივლისს, ბათუმში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება.

მათივე ცნობით, სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა შეეძლებათ. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც, 8 ივლისს მიუზიკლი “გაყრა“, ასევე „მგზავრების“ და ფანკ ბენდის კონცერტი გაიმართება. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი გაიმართება.

ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ დრამების შოუ, ფრანების შოუ გაიმართება და საზეიმო განწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით შენარჩუნდება.

10 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე „ბორჯღალოსნები“ 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.

8 ივლისი

20:00 - ევროპის მოედანი

  • მიუზიკლი “გაყრა”
  • ფანკ ბენდი
  • მგზავრები
  • Dj გურული

9 ივლისი

  • 11:00 - 20:00 - ბათუმის ქუჩებში დრამების შოუ
  • 11:00 - ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი
  • 17:00 - რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი "არსიანი", გონიოს ციხე
  • 20:00 - ევროპის მოედანზე: road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე

10 ივლისი

  • 12:00 - 20:00 - ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან ფრანების შოუ
  • 11:00 – 20:00 - დრამების შოუ - ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ
  • 20:00 - საქართველო - იტალია - რაგბი ბათუმის სტადიონზე,“ - აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?