სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ ბრიყვული განცხადება გააკეთა, რადგან ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარმართოს მთავრობამ, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს

ირაკლი კობახიძემ ბრიყვული განცხადება გააკეთა, რადგან ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარმართოს სწორედ მთავრობამ, ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, -ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პროცესს საბოტაჟს ვერ გაუწევს.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, რომელსაც სრული კონტროლი აქვს ყველა ინსტიტუციაზე, მათ შორის პარლამენტში უმრავლესობა, რომ განახორციელოს ყველა ის ნაბიჯი, რაც საჭიროა ევროკავშირის მოთხოვნების იმპლემენტაციისთვის. ოპოზიციას რომც უნდოდეს, საბოტაჟს ვერ გაუწევს ამ პროცესს. ამიტომ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიყვული განცხადება გააკეთა",- აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია შარშან პარლამენტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟის რეჟიმში იყო, დღეს კი უკვე ევროინტეგრაციის საბოტაჟის რეჟიმშია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო