გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ღიად გადავიდა ანტიამერიკულ, პუტინისტურ რიტორიკაზე, ერთადერთი გზა ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად ოლიგარქიული რეჟიმის არჩევნების გზით მოშორებაა

ივანიშვილის რეჟიმი და „ქართული ოცნება“ წლებია თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებისა და პუტინისტებთან შეკვრის გზაზე დგას, პუტინიზმის წახალისებისითაა დაკავებული, პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიგნით, მაგრამ ლოგიკურად ეს გზა რაღაც ეტაპის შემდეგ მიდის ყველაზე ცუდ და ყველაზე უფრო ღია გამოვლინებამდე - ახლა სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ კელი დეგნანზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს თავისუფლების დაცვაზე მუშაობის ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია ომშია.

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მუშაობდეს საქართველოს უსაფრთხოების გამყარებაზე, ჩვენი თავისუფლების დაცვაზე, მათ შორის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნასთან ამ თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებთან, თხოვდეს და უსაბუთებდეს საქართველოს მნიშვნელობას, ღია ომსა და დაპირისპირებაშია, ამ ბოდვითი მავნებლური ბრალდებით თითქოს საქართველოს სისხლში ჩახშობა უნდა ამერიკას, პუტინს კი არა -ამერიკას“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ მომავალთან შეუთავსებელია.

„მარტივი პასუხია ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპული, დასავლური მომავალი, რომ ეს ხალხი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი არის შეუთავსებელი. ეს რეჟიმი თუ არ მოვიცილეთ მშვიდობიანად, იმის შანსი, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე გავაღწიოთ თავისუფლების სამშვიდობოს, არ გვექნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ“.

„როდესაც გეუბნებიან, რომ არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო