BBC - შრი-ლანკის პრეზიდენტი გადადგომას ადასტურებს

შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ გადადგომა დაადასტურა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე და პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია კვლავ დაკავებული აქვთ და უარს აცხადებენ დატოვებაზე, ვიდრე ლიდერები არ გადადგებიან.

შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ შაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისიდან დატოვებს.

რაჯაპაქსას ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია, მაგრამ სამხედრო წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე შრი-ლანკის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება.

შეგახსენებთ, ათასობით დემონსტრანტი, რომელიც შრი-ლანკაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციებში შაბათს შეიჭრა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება