ტიმოთი ბლაუველტი - ბევრი ადამიანი იღებდა კონკურსში მონაწილეობას და ერთი რამ მსურს გითხრათ: გააგრძელეთ წერა, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით

„ვფიქრობ, ამჟამინდელ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა არის დამოუკიდებლობა და ალბათ, ამ პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წერა, რადგანაც ის გახლავთ დამოუკიდებლობის ნაწილი,“ - ამის შესახებ ამერიკული საბჭოს რეგიონულმა დირექტორმა ტიმოთი ბლაუველტმა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში წერის კულტურის გაუმჯობესებისა და მის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ბევრი ასეთი კონკურსი უნდა ჩატარდეს.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკული საბჭოს რეგიონულმა დირექტორმა კონკურსის მონაწილეებს მოუწოდა გააგრძელონ წერა და დახელოვნდნენ ამ მიმართულებით, რაც თავიანთ პროფესიაში დაეხმარებათ:

„დოროთი პარკერმა თქვა, რომ „არავის არ სურს, რომ წეროს, მათ სურთ, რომ მათზე დაწერონ.“ ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა კონკურსში მონაწილეობას და ერთი რამ მსურს გითხრათ: გააგრძელეთ წერა, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით მიიღებთ განათლებას, იქნებით მეცნიერები, დიპლომატები, ინჟინრები, ჟურნალისტები, თქვენ უნდა იცოდეთ წერა და მისი მეშვეობით თქვენ უნდა შეძლოთ აზრის ისე გადმოცემა, რომ მკითხველისთვის საინტერესო იყოს ეს ყველაფერი. 20 წელია, საქართველოს უნივერსიტეტებში ვასწავლი, იქნება ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ძალიან ბევრი სტუდენტი შემხვედრია, რომელსაც არასდროს უწერია ესეები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გააგრძელოთ წერა, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ის გზა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გააუმჯობესოთ ეს უნარ-ჩვევა“, - განაცხადა ტიმოთი ბლაუველტმა.

ასევე, მან მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამა „ფლექსში“ მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა აშშ-ში ერთი წლით სწავლის შესაძლებლობა მიიღონ.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკული უნივერსიტეტის ვებსტერის კამპუსმა საქართველოში დამოუკიდებლობის თემაზე ესეების კონკურსის გამართა, რომელშიც 200 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ, 7 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ ერთი გამარჯვებული გამოავლინა და მთავარი პრიზი 1000 ლარი ლაშა-გიორგი შამუგიას გადაეცა. ასევე, მისი პუბლიკაცია Forbes Georgia-ს ვებგვერდზეც გამოქვეყნდება.

ლაშა-გიორგი შამუგიას გარდა ჟიურიმ კიდევ 6 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: მარი ვაჭრიძე, ლუკა ბეროშვილი, მარიამ კორახაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, დათა კაციტაძე და ნინო მესხია.

ჟიურის წევრები კი იყვნენ: თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტი; ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა; კრის ანდერსონი - კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო საქართველოში; მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი; ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონული დირექტორი, ამერიკული საბჭო ; გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო და ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

Webster-ის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 01 მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02 საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით. ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა