იაგო ხვიჩია - სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე, მისი ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში

სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე, მისი ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში. ამის სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის თანხმობით უნდა შევასრულოთ ის პირობები, რომელიც ევროპელებმა გვითხრეს, - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ,,ვივამედის” კლინიკაში განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, შესაბამისად პასუხების მიღება პარტიის ლიდერისაგან სურს.

„მაქვს მოლოდინი სერიოზული საუბრის იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა არის მის საუკეთესო ინტერესებში. მაინტერესებს როგორ უყურებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, მოვლენებს, რომელიც ხდება ქვეყანაში და როგორია მისი თვალით დანახული ოპტიმალური გამოსავალი. ბევრჯერ ვცადე გამეგო ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, რომელიც ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, მსურს ვუთხრა ჩემი მოსაზრება როგორ წარმომიდგენია მისი გათავისუფლება ციხიდან. როდესაც პირდაპირი დისკუსია არის შესაძლებელი, შუამავლების გარეშე უნდა ვისაუბროთ.

სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში. ამის სანაცვლოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის თანხმობით უნდა შევასრულოთ ის პირობები, რომელიც ევროპელებმა გვითხრეს”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

იაგო ხვიჩია - სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე, მისი ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში

სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე, მისი ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში. ამის სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის თანხმობით უნდა შევასრულოთ ის პირობები, რომელიც ევროპელებმა გვითხრეს, - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ,,ვივამედის” კლინიკაში განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, შესაბამისად პასუხების მიღება პარტიის ლიდერისაგან სურს.

„მაქვს მოლოდინი სერიოზული საუბრის იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა არის მის საუკეთესო ინტერესებში. მაინტერესებს როგორ უყურებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, მოვლენებს, რომელიც ხდება ქვეყანაში და როგორია მისი თვალით დანახული ოპტიმალური გამოსავალი. ბევრჯერ ვცადე გამეგო ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, რომელიც ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, მსურს ვუთხრა ჩემი მოსაზრება როგორ წარმომიდგენია მისი გათავისუფლება ციხიდან. როდესაც პირდაპირი დისკუსია არის შესაძლებელი, შუამავლების გარეშე უნდა ვისაუბროთ.

სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში. ამის სანაცვლოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის თანხმობით უნდა შევასრულოთ ის პირობები, რომელიც ევროპელებმა გვითხრეს”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა