პარლამენტის თავმჯდომარე - მას, ვინც ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში არ ერთვება, არ უნდა ევროკავშირი, ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დაასახელა მე-13 წინაპირობა - აქედან დასკვნა ხომ ნათელია?

ვინც არ ერთვება ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი - დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მათი მხრიდან პროცესში ჩართვისთვის მე-13 პირობად დააყენა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესში მონაწილეობაზე უარით ოპოზიცია პროცესს აზიანებს.

„არის რეკომენდაციები, რომელზეც უნდა იმუშაოს პარლამენტმა, მათ შორის, კანონებიც მიიღოს პარლამენტმა, ეს პარლამენტი კანონებს ვერ მიიღებს „ქართული ოცნების“ ანუ უმრავლესობის გარეშე, რა ფორმატი წარმოუდგენია ოპოზიციას ჩვენს გარეშე, მე მიკვირს, რადგან არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გარეშე, ამიტომ დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის განხორციელებაში ჩართვის წინაპირობად დაასახელა მე-13 წინაპირობა და თქვა, რომ თუკი ეს მე-13 წინაპირობა დაკმაყოფილდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაერთვებოდა საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში, თუკი მათი წინაპირობა, ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდებოდა, უარს ამბობს საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში ჩართვაზე. აქედან დასკვნა ხომ ნათელია?!

ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ სხვადასხვა საკითხი. ერთი საკითხია, რაც შეეხება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით და ჩვენ ვმუშაობთ იმ 12 პუნქტზე, რაც განსაზღვრეს. სხვა ბევრი საკითხი შეიძლება არსებობდეს საქართველოში, ამის მიბმა და წინაპირობად და ულტიმატუმად დაყენება... ოპოზიცია ამბობს: მე მაშინ ვიქნები ევროპული, თუკი წინაპირობას და ულტიმატუმს დამიკმაყოფილებ, თუ არ დამიკმაყოფილებ, არ ვიქნები ევროპული, არ ჩავერთვები. ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით უკვე აზიანებს ამ პროცესს, რადგან ევროკავშირმა დეპოლარიზაცია, მათ შორის, იმიტომ ახსენა, რომ სურს დაინახოს ქართული პოლიტიკური ჯგუფების მეტ-ნაკლებად ერთობლივი მუშაობა. ის ფაქტი, რომ არ ჩაერთვებიან ამ მუშაობაში, უკვე დააზიანებს ამ მუშაობას,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი