მარნეულში ადგილობრივი ფერმერებისთვის და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთათვის სპეციალური ტრენინგ-კურსი ჩატარდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარნეულში ადგილობრივი ფერმერებისთვის და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთათვის სპეციალური ტრენინგ-კურსი ჩატარდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგი ქართული ღვინის გილდიამ, საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, არსებული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად განახორციელა.

ლექცია შეეხებოდა მევენახეობის შესწავლას: სასუფრე და საღვინე ყურძენი, ვენახის გაშენება, ვაზის მოვლა, მოსავლის აღება, ღვინის დაყენება მცირე წარმადობის მარანში.

“მსგავსი ტიპის პროექტები სოფლის მეურნეობის განვითარებას ემსახურება, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,"- აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა