გორში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად მემორენდუმს ხელი მოეწერა

გორში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად მემორენდუმს ხელი მოეწერა. გორის მერიის ინფორმაციით, მემორენდუმს ხელი მოაწერეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ასოციაცია „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიამ მღებრიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ტალახაძემ

თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.

ახალგაზრდული საბჭო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში დაფუძნდა.

შეთანხმების გაფორმებამდე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საპროექტო იდეა და ისაუბრეს გორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდულ საბჭოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა