გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელი გადაეცათ.
„ეს ადამიანები საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზრუნავენ ქალაქის დასუფთავებასა თუ გამწვანებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ საქმისთვის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

























