ქუთაისის მერი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარმატებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარმატებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას მერთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„კინგსის ინტელექტის ოლიმპიადაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ეტალონის კონკურსში წარმატებულმა ახალგაზრდებმა მერის სტიპენდიანტებმა ასევე სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა მერიისგან საჩუქარი მიიღეს. იოსებ ხახალეიშვილი ასევე შეხვდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის eTwinning-ის 2022 წლის ევროპის მასშტაბით ჩატარებული პროექტების საპრიზო კონკურსში გამარჯვებულ ორ პედაგოგს თემურ ჯვარშეიშვილს ( ქ.ქუთაისის #32 საჯარო სკოლა) და რუსუდან კარკაძეს (ქუთაისის #32 საჯარო ), ევროპის ხარისხის ნიშანი მიენიჭათ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო