ანონსი 13 ივლისი

13 ივლისს, 11:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის პრეზენტაცია იმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია; გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში; ევროკავშირის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ოფისის ხელმძღვანელი, ევია კოტანი; ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ჰეტი; სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური; საქართველოში, გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი, სარა ცილონკა; EU-ESCape პროექტის მენეჯერი, მარიამ იობიძე;

მის: დავით გურამიშვილის გამზირი 66ა

13 ივლისს, 12:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

თემა: მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში

მის: მედიააკადემია, ქეთევან წამებულის გამზ. ბოჭორმის ქ. 50/18, ბიზნეს ცენტრი, 12-ე სართ.

საკონტაქტო პირი: 595107060 ლანა ბერიძე

13 ივლისს, 17:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში უკრაინიდან ლტოლვილ ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა - „ჩამოქცეული ცა“ გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას