„მოქალაქეები“ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტისათვის წარსადგენ მოთხოვნას ხელს არ აწერენ

„მოქალაქეები“ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტისათვის წარსადგენ მოთხოვნას ხელს არ აწერენ.

ამის მიზეზად პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი იმ გარემოებას ასახელებს, რომ „საკითხები, რომელთა განხილვაც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, მოუმზადებელია იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული“.

„ყველა ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 12-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილია. ვფიქრობ, რომ პარლამენტის სივრცეში უნდა მოხდეს მათი განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად. არის კონკრეტული პარტიების მიერ დაინიცირებული კანონპროექტები და ყველას გვესმის, რომ მას საერთო მხარდაჭერა არ ექნება, თუ შეთანხმება წინასწარ არ იქნება. ეს შეთანხმება არ ყოფილა პარტიებს შორის. ცვლილებების მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზანია პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა, რაც აქამდე ხდებოდა ხოლმე, ასეთი რაღაცების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან შედეგზე არ არის გათვლილი. თუ რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი მოიწვევს, დავესწრები, მაგრამ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ამასთან, მეორე საკითხია, რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის კვორუმი იქნება თუ არა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა