რასა იუკნევიჩიანე - თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს "დებიძინიზაციას" ან "დეივანიშვილიზაციას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, იგი სამოქალაქო საზოგადოებისგან ოპტიმისტურ მცდელობებს ხედავს და იმედოვნებს, რომ მათთან ერთად ევროკავშირის ოჯახში იქნება.

"ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ საქართველო თითქოს ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს "დებიძინიზაციას" ან "დეივანიშვილიზაციას". ასე რომ ეს არის ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, რომ აღარ იყვნენ ერთი ადამიანის მძევლები. ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, სადაც ნახსენებია სანქციები და ამაზე უნდა ვიფიქროთ.

ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ გათავისუფლდეს ასეთი, ღიად ვიტყვი, კრემლის მსგავსი პოლიტიკისგან. ჩემი ბოლო საკითხი შეეხება იმას, რომ უნდა დავეყრდნოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს და ხალხი ორგანიზებას უწევს ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებს. ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მე ვხედავ ოპტიმისტურ მცდელობებს და ვფიქრობ, ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ და ვიმედოვნებ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვიქნებით ევროკავშირის ოჯახში", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება