ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტს ''საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი'', კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 972 602 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. ასევე, განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა