მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი, სასამართლოს  გადაწყვეტილებით, სხდომთა დარბაზიდან გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომთა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ბაკაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, ამასთან ბრალი აღიარა. სასამართლომ ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

„გამოძებასთან ვითანამშრომლეთ. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთველა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მისი პიროვნება, მისი პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობა პროკურატურამ, სასამართლომ გაითვალისწინა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსს" პატრულ-ინსპექტორის ადვოკატმა ლაშა სტურუამ.

მისივე თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი ამ ეტაპზე, სამსახურში დაბრუნებას არ გეგმავს.

„ვიდრე პირობითი მსჯავრი არ მოეხსნება, სტატუსი არ აღუდგება, როცა ნასამართლეობა გაუქარწყლდება, თავად ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუკი, ბაკაშვილი მათ მიმართვს და ამის სურვილი ექნება. მე რამდენადაც ვიცი, მას ამ ეტაპზე, ორგანოებში დაბრუნების დიდი სურვილი არ აქვს, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრუწლოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ისნპექტორი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება