16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები ტარდება.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები ხორციელდება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს, 15:00 სთ-დან ორშაბათს, 09:00 სთ-მდე, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა