წალენჯიხაში 6-დღიანი „არტ ფესტივალი" დაიწყო

წალენჯიხაში 6-დღიანი „არტ ფესტივალი" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალი გულისხმობს I X კლასის ჩათვლით მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლის გახსნას, სადაც საქართველის სამხატვრო აკადემიის პროფესირები მათ ხატვისა და ქანდაკების გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

„საგამოფენო სივრცეში, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, სამხატვრო სალონად გადაკეთდა. მოლბერტები, ტილოები, ფანქრები, გუაშები, ფუნჯები და აქვარელები მოზარდების სრულ განკარგულებაშია. ლექტორები მათ მხოლოდ უხსნიან, თუ რა არის, როგირ იხატება პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი; რა არის ფერთა გამა, კომპოზიცია. ლექტორებთან ერთად წალენჯიხაში 6 დღეს აკადემიის სტუდენტებიც ატარებენ, რომლებიც სივრცეში-პლენერზე ხატავენ და ქანდაკებებს აკეთებენ. ამ ეტაპზე, სკოლაში 100- მდე მოზარდია დარეგისტრირებული არა მხოლოდ წალენჯიხიდან, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. სწავლა დილით 11:00 საათზე იწყება და ორი საათის განმავლობაში მათ განკარგულებაშია არტ სივრცე. პროექტს არტ.პლატფორმა გრანელის ფარგლებში მამუკა ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერითა და წალენჯიხის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს“, - აღნიშნავენ „ლელოში“.

როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია განმარტავს, პროექტმა გაამართლა.

„ეს არის ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ჩვენი შვილები აკადემიურ ველში ხატავენ, შესაძლოა მათგან ყველა მხატვარი ვერ გამოვიდეს, თუმცა ეს დღეები მათ ემოციით, შთაბეჭდილებებით დატვირთავს, გაიცნობენ თანატოლებს. ამდენი ბავშვი კი ნიშნავს, რომ პროექტმა გაამართლა და მეტიც, ეს არის ის, რაც ჩვენს შვილებს აინტეტესებთ“, - აღნიშნავს თამარ ბელქანია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს