აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - გავლენიანი გამოცემები „ბორჯღალოსნების“ ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურებიან

ბათუმში მიღწეულ „ბორჯღალოსნების“ ისტორიულ გამარჯვებას გავლენიანი მედიაგამოცემები ეხმაურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Daily Mail, Rugby World, Rugbypass, La Reppublica, La Gazzeta dello Sport და სხვა პოპულარული გამოცემები ქართველი მორაგბეების წარმატებას ისტორიულს უწოდებენ. შესაბამისად, ყველა გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა ბათუმიც, როგორც გამარჯვებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძელი ქალაქი.

„პოპულარული სპორტული პორტალი RugbyPass, რომლის სტატიებსაც სოციალურ მედიაში 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს სტატიას იწყებს ციტატით - „ბათუმის თბილ კვირა საღამოს ბორჯღალოსნებმა ისტორია შექმნეს. იტალიასთან 25-19 ანგარიშით, მათ ისტორიაში პირველად დაამარცხეს პირველი დონის გუნდი“.

„ბათუმში ევროპის მე-6 გუნდი მეშვიდეს ხვდებოდა და 20-ათასიან სტადიონზე არსებული საოცარი ატმოსფერო თავიდანვე მოასწავებდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა ასეთი რანგის მეტოქის დამარცხება და ქომაგებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო. ბოლო წუთებზე ანგარიში 28:19 იყო და გულშემატკივრების ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა. ისტორია გადაიწერა. საქართველომ მოიგო, მორაგბეები და ქომაგები კი ერთიანად აფეთქდნენ”, - წერდა გამოცემა.

ექვსი ერის ჩემპიონატში საქართველოს მიღებაზე საუბრობს გავლენიანი გამოცემები. მათ შორისაა Rugby World, რომლის ჟურნალისტიც მორაგბეების დამსახურებულ გაწევრიანებასთან ერთად ბათუმსა და თბილისში ექვსი ერის თამაშების გამართვის სარგებელს უსვამს ხაზს.

„რთულია არ აღნიშნო, რომ „ექვს ერს“ საქართველოს ჩართვა სარგებელს მოუტანს. თბილისში ან ბათუმში მოგზაურობა პარიზთან და რომთან შედარებით უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი იქნება მოგზაურებში,“ - ამბობს ჟურნალისტი.

„მოძრავი მატჩების ქვეყნის მასშტაბით ჩატარება საქართვლოსთვის რაგბის მიმზიდველობის გაზრდის გეგმის ნაწილია. რაგბი საქართველოს ეროვნული სპორტია და მისი სიყვარული აქ აშკარაა. ბათუმში უნდა ყოფილიყავი ეს რომ გაგეაზრებინა,“ - წერს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Daily Mail, ამასთან, აღნიშნავენ, რომ “გამარჯვებას არა მხოლოდ სტადიონზე მყოფი ხალხი, არამედ მთელი ერი ზეიმობდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, იტალიისთვის საქართველოსთან მარცხს „ყინულის შხაპს“ უწოდებს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport , რომლის ავტორიც წერს, რომ იტალიელებისთვის ეს მძიმე და დამსახურებული მარცხია, საქართველო კი იმსახურებს თავის დამსახურებულ ადგილს დიდი რაგბში.

„ბათუმში ატმოსფერო ძალიან ცხელია, გულშემატკივრების აქტიურობა და მოედანზე გასული „ლელო“ აშკარას ხდის, რომ საქართველოსთვის ეს ცხოვრების თამაშია. საქართველო ზეიმობს. ეს არ იყო სხვების მსგავსი თამაში, ეს არ იყო წასაგები თამაში. ეს იყო ყინულის შხაპი, რომელიც იტალიელებმა დაიმსახურეს“,- აღნიშნავენ გამოცემაში.

ქართველი მორაგბეების დამსახურებულ გამარჯვებას უსვამს ხაზს კიდევ ერთი იტალური გამოცემა „La Reppublica”.

„ბორჯღალოსნების გუნდი ამტკიცებს, რომ „აძურიზე“ უფრო ძლიერია, რაც ამძაფრებს მის მისწრაფებას, დაიკავოს ადგილი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში“,- წერენ გამოცემაში.

ბათუმს რაგბის თამაშისთვის შესაფერის ადგილს უწოდებს Daily Mail, სადაც წერენ: „ეს ქართული რაგბისთვის შესაფერისი ადგილი და შესაძლებლობა იყო შემდეგი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად. ქალაქ ბათუმის მსგავსად, მთავარ მწვრთნელ მაისაშვილს და მის გუნდსაც ამბიციური გეგმები აქვთ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა