ილია ვერძაძე - 2023 წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატობისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესია

2023 წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატობისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესია”,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებამდე, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სვლა და 2023 წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატობისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ ვფიქრობ, ევროკომისიის მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია ნათლად გვაჩვენებს, რომ სიცრუის და დეზინფორმაციის საშუალებით პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწევ და ეს მცდელობა, ხელს ვერ უშლის დიდ და დემოკრატიულ ინსტიტუციებს, საბოლოო ჯამში, მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილებები.
ხელმოცარული ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ცივილიზებული სამყაროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა და დემოკრატიული ინსტრუმენტებით ოპერირება შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში.
2024 წლის არჩევნებამდე, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სვლა და 2023 წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატობისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ამას ვერ ხვდება, ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით“, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე.
ილია ვერძაძის კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

























