აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდეგ ქალაქებს შორის: მარნეული - შამქირი; გარდაბანი - აღსტაფა; ბოლნისი - გოიგოლი; დმანისი - დაშკესანი.

„დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვდით.

აზერბაიჯანისა და ქვემო ქართლის ქალაქებს შორის გაფორმებული დაძმობილების მემორამდუმი კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას", - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი დოხტურიშვილი სამხარეო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, დაათვალიერა „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი, შეჰიდთა ხეივნი და საფლავები ყვავილებით შეამკო.

გიორგი დოხტურიშვილთან ერთად სამხარეო დელეგაციას წარმოადგენდა: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები: დავით კარგარეთელი, ნინო ლაცაბიძე, დავით შერაზადიშვილი, კენან ომაროვი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, გიორგი წიკლაური, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაი და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღუწკაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა