გორის მერია - შინდისის გმირების გამზირზე დასუფთავება დაიწო

გორის მერია - შინდისის გმირების გამზირზე დასუფთავება დაიწო

გორში, შინდისის გმირების გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს, რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„ორგანიზაციის თანამშრომლებმა ტროტუარების გაწმენდა ველური მცენარეებისგან და მიწისგან დღეს დილიდან დაიწყეს. შინდისის გმირების გამზირზე დღის განმავლობაში მძინე ტექნიკაც მუშაობდა.

გარდა გაწმენდითი სამუშაოებისა, შინდისის გმირების გამზირზე იგეგმება ასევე გარეგანათების სისტემის განახლება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.