კახეთის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა

კახეთის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები.